ისრაელმა საკუთარი მოქალაქეებისთვის დიდ ბრიტანეთში, ავსტრალიაში, გერმანიასა და საფრანგეთში მოგზაურობასთან დაკავშირებული რეკომენდაცია შეცვალა

17
spot_img

ისრაელის ეროვნული უშიშროების საბჭომ ათობით ქვეყანაში მოგზაურობასთან დაკავშირებული რეკომენდაციები განაახლა.

საბჭოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ დასავლეთ ევროპისა და სამხრეთ ამერიკის ბევრ ქვეყანაში, მათ შორის დიდ ბრიტანეთი, ავსტრალიაში, საფრანგეთში, გერმანიასა და ბრაზილიაში, საფრთხის დონე მე-2 საფეხურამდე გაზარდეს. იმ ქვეყნებში მოგზაურობისას, რომლებთან დაკავშირებითაც საფრთხის მეორე მე-2 დონეა გამოცხადებული, ისრაელის მოქალაქეებს ეძლევათ რეკომენდაცია, გაძლიერებული სიფრთხილე გამოიჩინონ.

საბჭომ აფრიკისა და ცენტრალური აზიის რამდენიმე ქვეყანასთან დაკავშირებით საფრთხის დონე მე-3 საფეხურამდე გაზარდა, რაც ითვალისწინებს რჩევას, რომ მოქალაქეებმა არააუცილებელი მოგზაურობის გეგმას გადახედონ.

„ბევრ ქვეყანაში არსებობს მუდმივი და მნიშვნელოვანი ზრდა წაქეზების, თავდასხმების მცდელობების და ანტისემიტიზმის გამოვლინებების“, – აღნიშნულია საბჭოს განცხადებაში.

საბჭო მოქალაქეებს ურჩევს, თავი შეიკავონ დემონსტრაციებისგან, შეკრებებისგან მოერიდონ ისრაელის და ებრაული იდენტობისა და შესაბამისი სიმბოლოების ღიად გამოვლენას.

ეროვნული უშიშროების საბჭო ისრაელის მოქალაქეებს მოუწოდებს გადადონ არაბულ და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ირანის მოსაზღვრე ქვეყნებსა და აზიის რამდენიმე მუსლიმურ ქვეყანაში მოგზაურობა.