,,ისრაელელი მძევლები ისევე არიან სიკვდილის საფრთხის ქვეშ, როგორც იქ მყოფი პალესტინელები”- „ჰამასის“ ლიდერი

124
spot_img

პალესტინის ისლამისტური დაჯგუფების – „ჰამასის“ ლიდერმა ისმაილ ჰანიემ ალ ჯაზირას მიერ გადაცემულ გამოსვლაში, ღაზაში მათ მძევლად მყოფ ადამიანებთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი და თქვა, „ისრაელელი მძევლები, რომლებიც ალყაში მოქცეულ ღაზას სექტორში არიან დაკავებულები, ისევე არიან სიკვდილის და განადგურების საფრთხის ქვეშ, როგორც იქ მყოფი პალესტინელები“. ამის შესახებ Reuters წერს.

მისი თქმით, „ჰამასმა“ შუამავლებს უთხრა, რომ აუცილებელი იყო “ხოცვა” შეჩერებულიყო და მოუწოდა ხალხს, გააგრძელონ პროტესტი, განსაკუთრებით დასავლეთში და განახორციელონ ზეწოლა გადაწყვეტილების მიმღებებზე.

ჰანიემ ასევე თქვა, რომ მნიშვნელოვანია რაფაჰის სასაზღვრო პუნქტმა ოპერაციები ორივე მიმართულებით გააგრძელოს.