ის ციფრები, რომელზეც ვსაუბრობდით, რომ 80% თუ 85% ჩვენი საზოგადოების მხარს ევროპულ მომავალს უჭერს, მხოლოდ ციფრები არ იყო, ეს არის ის რეალობა – პრეზიდენტი

9
spot_img

ის ციფრები, რომელზეც ყველანი ვსაუბრობდით, რომ 80% თუ 85% ჩვენი საზოგადოების მხარს ევროპულ მომავალს უჭერს, მხოლოდ ციფრები არ იყო და ეს არის ის რეალობა, რასაც ჩვენ ყოველდღიურად ჩვენს ქუჩებში ვუყურებთ და რითაც შეგვიძლია ნამდვილად ყველამ ვიამაყოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს საზოგადოება „არასოდეს დაუბრუნდება რუსულ წნეხს“.

„ეს იმას ამტკიცებს, რომ ის ციფრები, რომელზეც ყველანი ვსაუბრობდით, რომ 80% თუ 85% ჩვენი საზოგადოების მხარს უჭერს ევროპულ მომავალს, მხოლოდ ციფრები არ იყო და ეს არის ის რეალობა, რასაც ჩვენ ყოველდღიურად ჩვენს ქუჩებში ვუყურებთ და რითაც შეგვიძლია ნამდვილად ყველამ ვიამაყოთ. ეს არის იმის მტკიცებულება ასევე, რომ ეს საზოგადოება ნამდვილად იმ ღირებულებებზე დგას, რომელიც არის ევროპული ღირებულებები – დემოკრატიულობა, თავისუფლება და ის ღირებულება, რომელიც არის ევროპული ღირებულება და ყოველთვის იყო ის, რისთვისაც საქართველო იბრძოდა, ანუ დამოუკიდებლობა. ეს საზოგადოება ამ ღირებულებებით და შემართებით არასოდეს არ დაუბრუნდება რუსულ წნეხს“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.