ჰამასი“ „წითელ ჯვარს“ 50 მძევალს გადასცემს

113
spot_img

ტელეკომპანია i24-ის ცნობით, „ჰამასი“ „წითელ ჯვარს“ 50 მძევალს გადასცემს. ისინი ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები არიან. გადაცემა ხან-იუნისის რაიონში მოხდება.

„ალ-არაბია“ „ჰამასში“ სარწმუნო წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ გათავისუფლდებიან უცხოური პასპორტების მქონე მძევლები.

ეგვიპტურმა წყაროებმა ასევე განუცხადეს სინაის საინფორმაციო სააგენტოს, რომ მძევლების გადაცემა „მომავალ საათებში მოსალოდნელი იყო“ რაფაჰის საგუშაგოზე.