,,გვჭირდება კონკრეტიკა, რას ითხოვს ჩვენგან ევროკავშირი”- გია ცაგარეიშვილი

23
spot_img

გვჭირდება კონკრეტიკა, რას ითხოვს ჩვენგან ევროკავშირი, რას ითხოვენ ჩვენი კოლეგები ევროკომისიიდან ამ [სასამართლოს] მიმართულებით, – ასე გამოეხმაურა „ქრონიკასთან“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ცაგარეიშვილი ევროკავშირის პრესსპიკერის პიტერ სტანოს განცხადებას, რომელიც საქართველოს ვეტინგის დანერგვისკენ მოუწოდებს.

„გვჭირდება კონკრეტიკა, რას ითხოვს ჩვენგან ევროკავშირი, რას ითხოვენ ჩვენი კოლეგები ევროკომისიიდან ამ [სასამართლოს] მიმართულებით – რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ. თუ მხოლოდ ხელის აქნევით იქნება საუბარი, რომ თქვენ უნდა დაემორჩილოთ ჩვენს შეხედულებას და აუცილებელია ვეტინგი, აუცილებელია მოსამართლეთა კეთილსინდისიერებაზე შემოწმებაო, ვფიქრობ საკითხის ასე დაყენება დიდი უსამართლობაა“, – აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

ევროკავშირის პრესსპიკერის, პიტერ სტანოს განცხადებით, საქართველოს სჭირდება შემოწმების განსხვავებული სისტემა იმ პირებისთვის, რომლებიც სასამართლო სისტემაში წამყვან თანამდებობაზე არიან.