ოზურგეთში, 40 წლამდე კაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს. შეიარაღებული თავდასხმა ცოტა ხნის წინ მოხდა. დაჭრილი ადგილობრივია. ის ოზურგეთის “მედალფას” კლინიკაშია გადაყვანილი და მიმდინარეობს სამედიცინო კვლევები.
თავდამსხმელმა სავარაუდოდ გაქცევა მოახერხა.