“გვარამიას შეწყალება კარგი ნაბიჯია ჩვენი ევროპული მომავლისთვის”- გიგი წერეთელი

98
spot_img

“ნიკა გვარამიას შეწყალება კარგი ნაბიჯია ჩვენი ევროპული მომავლისთვის, თუმცა მთავარი ამოცანა ხელისუფლების ცვლილება უნდა იყოს – ასე გამოეხმაურა ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი ნიკა გვარამიას შეწყალებას.

გიგი წერეთელმა  ნიკა გვარამიას, მის ოჯახსა და ახლობლებს მიულოცა ნიკას გათავისუფლება და აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა გვარამიას შეწყალებით ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

წერეთელის თქმით, ეს ქმედება ყველასთვის მისაღები და სასიხარულო უნდა იყოს, რადგან ის ემსახურება უნივერსალურ ღირებულებას, რომ არ შეიძლება განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანები, პოლიტიკოსები, ოპონენტები, ჟურნალისტები ისხდნენ საპატიმროში და უნდა არსებობდეს მექანიზმები, რომლებიც ამას ანეიტრალებს და მათ თავისუფლებას გარანტიას აძლევს.

„ამ კონკრეტულ მომენტში ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი ნაბიჯია იმისთვის, რომ ჩვენი ევროპული მომავლისთვის ნაბიჯებს უფრო შეეწყოს ხელი, თუმცა მთავარი ამოცანა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მთავარი ამოცანა ხელისუფლების ცვლილება უნდა იყოს, რადგან არანაირი განარტია არ გვაქვს, რომ ქართული ოცნება რაიმე ტიპის რეკომენდაციების შესრულებას გააგრძელებს“ – განაცხადა გიგი წერეთელმა