უსაფრთხოების საბჭოს მოწვევა იყო სისულელე. გუშინ ამ სისულელეს ითხოვდა ადამიანი, რომელსაც პრეზიდენტი ჰქვია და ასევე მთელი ოპოზიცია. პრეზიდენტმა უნდა გააცნობიეროს მეხუთე წელს მაინც, რომ ეს არის საპარლამენტო რესპუბლიკა, სადაც უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელი არის საქართველოს მთავრობა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
„გუშინ ყველამ ვნახეთ ერთიანად ამჩატებული ოპოზიცია. ეს იყო ამჩატებული ნაცები, ევრონაცები, ხაზარაძე, გახარია, გირჩელები, სალომე ზურაბიშვილი და ა.შ. როცა ჭკუა არ გყოფნის, რომ სწორად გაანალიზო მოვლენები, იმაზე მაინც უნდა გეყოს ჭკუა, რომ გაჩუმდე. გუშინ მოვისმინეთ უამრავი სისულელე, საუბარი იყო უსაფრთხოების საბჭოს მოწვევაზე. იყო მთელი რიგი განცხადებები სადაც პირდაპირ იყო საუბარი აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში შესვლაზე. ჩვენ როცა ვამბობთ, რომ მათი მიზანია საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა, ეს კიდევ ერთხელ დაადასტურეს გუშინ, როდესაც წამოსცდათ ის, რასაც ამდენი ხანი გულში ინახავდნენ. ეს არის ნაცმოძრაობის კოლექტიური სახე. ერთი წამით წარმოიდგინეთ, ეს ადამიანები, რომ ყოფილიყვნენ ხელისუფლების სათავეში გუშინ, ქვეყანას უბედურებაში გახვევდნენ. ამიტომ, საზოგადოებამ უნდა შეაფასოს ყველაფერი.
უსაფრთხოების საბჭოს მოწვევა იყო სისულელე. გუშინ ამ სისულელეს ითხოვდა ადამიანი, რომელსაც პრეზიდენტი ჰქვია და ასევე მთელი ოპოზიცია. პრეზიდენტმა უნდა გააცნობიეროს, მეხუთე წელს მაინც, რომ ეს არის საპარლამენტო რესპუბლიკა, სადაც უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელი არის საქართველოს მთავრობა“, – განაცხადა კობახიძემ.