გიორგი მიქაუტაძე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის საუკეთესო ბომბარდირია

29
spot_img

გიორგი მიქაუტაძემ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე 3 გოლი გაიტანა, რითაც ტურნირის ამ ეტაპის საუკეთესო ბომბარდირის ტიტული დაიმსახურა. მან საქართველოს ნაკრების სამივე მატჩში აიღო მოწინააღმდეგის კარი: თამაშიდან გაუტანა თურქეთს და ორი პენალტი შეასრულა ჩეხეთისა და პორტუგალიის კარში.

მიქაუტაძემ ასევე ერთგვარი რეკორდი დაამყარა – ისტორიაში მხოლოდ 9 მოთამაშე არსებობს, რომლებმაც ევროპის ერთი ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩში გაიტანეს გოლი: მიშელ პლატინი (1984), ალან შირერი (1996), ჰრისტო სტოიჩკოვი (1996), სავო მილოშევიჩი (2000), მილან ბაროში (2004), რუდ ვან ნისტელროი (2004), გარეტ ბეილი (2016), კრიშტიანუ რონალდუ (2021) და გიორგი მიქაუტაძე (2024).

30 ივნისს, ესპანეთთან მერვედფინალში მიქაუტაძეს ექნება შესაძლებლობა თავისი შედეგი გააუმჯობესოს.