დღეს ისეთი დღეა, ვენეციის კომისიასაც არ გავაკრიტიკებ, ვიტყვი, რომ შეცდომაში არიან შეყვანილები – რეკომენდაციის ფასი ნულია, არ იქნება გათვალისწინებული, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მან ვენეციის კომისიის ექსპერტებს მიმართა, რომ „ერთნაირსქესიანთა ქორწინების შესახებ ჩანაწერი“ მიუღებელია.
„დღეს ისეთი დღეა, ვენეციის კომისიასაც არ გავაკრიტიკებ. ვიტყვი, რომ შეცდომაში არიან შეყვანილები. ვენეციის კომისიის ექსპერტებს მინდა მივმართო – ეს არის საქართველო, უძველესი ქრისტიანული მართლმადიდებლური სახელმწიფო, თავისი ტრადიციებით, თავისი სტუმარმასპინძლობით, თავისი ქალისა და კაცის დაფასებითა და პატივისცემით. იქ რომ ჩაწერეთ, ის მაინც გააკეთეთ, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინებას ხელი არ შეეშალოსო, მიუღებელია. აქ მეტ კომენტარს არ გავაკეთებ. ეს არის შეურაცხმყოფელი ჩვენი ერისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და ეს არ გამოვა ბიჭებო და გოგოებო. ასე რომ, ის რა რეკომენდაციაც მოგვეწერეთ ნულია მისი ფასი და არ იქნება გათვალისწინებული“, – განაცხადა ზარქუამ.