“გიგაურებს, მშვენიერაძეებს, ცალ ფეხზე მოხტუნავეთა სექტის წარმომადგენლებს თვეში ანაზღაურება აქვთ 15-17 ათასი ლარი, ჩვენ დავიცავთ და მივიღებთ გამჭვირვალობის კანონს”

13
spot_img

უცნაურ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, ტიპური ორმაგი სტანდარტია ყოველგვარი ღირებულებებისგან დაცლილი ევროპარლამენტარების ნაწილისგან. ჩვენ ვითხოვთ, ვინც აფინანსებს ამ ორგანიზაციებს, სახელი და მიზნიბრიობა იყოს გარკვეული, რათა იცოდეს საზოგადოებამ, ვინ აფინანსებს და რა მიზნით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს იმიტომ სურს დასავლეთთან სიახლოვე, რომ ღიაობა, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულებაა მათი ხელწერა.

„ის, რაც დაფარულია, არის სწორედ რუსული. მინდა, ხაზი გავუსვა იმ უსამშობლოების განმარტებებს, რომლებსაც მცდელობა აქვთ, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. თქვეს, როგორც ფრანგულ კანონში, ასევე ევროპულში მითითებული არის ქვეყნები, ვის შეეხებაო. ტყუილია, ერთადერთი წერია, რომ ევროკავშირის სახელმწიფოებს არ ეხება. ანუ ეს ნიშნავს, რომ ეხება ამერიკულს, დანიურსშვეიცარიულსავსტრალიურს, ვინც ევროკავშირის წევრი არ არის, ყველა სახელმწიფოს. ეს არ ნიშნავს, რომ ის მტრული შეიძლება იყოს, მაგრამ დეფინიცია უცხოური ძალა, რაც ევროპულ კანონპროექტი წერია, ზუსტად ისეა გადმოღებული ჩვენთან. თქვენთან თუ არის მისაღები, ჩვენთან რატომ არ არის მისაღები? მეორე მუხლში გარკვევით წერია, რომ არ ეხება არცერთ სპორტულ ორგანიზაციას, არც ფედერაციებს, არც სტუდენტებს, არც სპორტსმენებს, არც ფერმერულ, სოფლის მეურნეობის პროგრამებში ჩართულ ჩვენს მოქალაქეებს. დავინტერესდი, რატომ იბრძვის ეს ექვსი-შვიდი „ენჯეო“. პირველ პირებს, გიგაურებს, მშვენიერაძეებს, ცალ ფეხზე მოხტუნავეთა სექტის წარმომადგენლებს თვეში ანაზღაურება აქვთ 15-17 ათასი ლარი, ანუ პარლამენტარზე 4-5-ჯერ მეტი. ჩვენ დავიცავთ და მივიღებთ ამ კანონს“, – განაცხადა ზარქუამ.