“გიგაურებს, მშვენიერაძეებს თვეში 15-17 ათასი ლარი აქვთ ხელფასი, ამიტომაც არ უნდათ, რომ ღიაობა და გამჭვირვალობა შევიდეს ამ სექტორში”

17
spot_img

როგორც ამბობენ, გიგაურებს, მშვენიერაძეებს, ცალ ფეხზე მოხტუნავეთა სექტის წარმომადგენლებს თვეში 15-17 ათასი ლარი აქვთ [ხელფასი], პარლამენტარზე 4-5-ჯერ მეტი და საშუალო ხელფასზე 10-ჯერ მეტი. ამიტომაც იცავენ და არ უნდათ ამ უსამშობლოებს, რომ ღიაობა და გამჭვირვალობა შევიდეს ამ სექტორში. ეს არის სახელმწიფო, სუვერენული ქვეყანა. ჩვენ დავიცავთ და მივიღებთ ამ კანონს, რომ საზოგადოებამ იცოდეს, რა მიზნით ფინანსდებით და რა ამოცანებს ემსახურებით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განუცხადა.

მისი თქმით, გუშინ პრემიერმა გააკეთა განცხადება, რომ 6-7 მდიდარ „ენჯეოს“ წლის განმავლობაში 85 მილიონი ლარი აქვს დაფინანსება, აქედან 15 მილიონია დეკლარირებული.

„დავინტერესდი, რატომ იბრძვის 6-7 მდიდარი „ენჯეო“. გუშინ პრემიერმა გააკეთა განცხადება, სადაც 85 მილიონი ლარი აქვთ დაფინანსება წლის განმავლობაში, აქედან 15 მილიონია დეკლარირებული, დანარჩენი კაციშვილმა არ იცის ვინ დააფინანსა და რა მიზნით. როგორც ამბობენ, გიგაურები, მშვენიერაძეები, პირველი პირები ვინც არიან, ცალ ფეხზე მოხტუნავეთა სექტის წარმომადგენლები, თვეში აქვთ 15-17 ათასი ლარი [ხელფასი], ანუ პარლამენტარზე 4-5-ჯერ მეტი და საშუალო ხელფასზე 10-ჯერ მეტი, ამიტომაც იცავენ და არ უნდათ ამ უსამშობლოებს, რომ ღიაობა და გამჭვირვალობა შევიდეს ამ სექტორში. ეს არის სახელმწიფო, სუვერენული ქვეყანა, ჩვენ დავიცავთ და მივიღებთ ამ კანონს, რომ საზოგადოებამ იცოდეს, რა მიზნით ფინანსდებით და რა ამოცანებს ემსახურებით“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მისივე თქმით, ვხედავთ შედეგებს, როგორ იყო დაფინანსებული „მოლოტოვის კოქტეილის“ წახალისება.

„ეს უნდა იცოდეს საზოგადოებამ. ეს ევროპულია? სიტყვის თავისუფლებაა რომ ცოცხლად დაწვა პოლიციელი? ამიტომაც გინდათ დამალოთ, რომ არ იცოდეს საზოგადოებამ, რომელი ორგანიზაცია აფინანსებს და რა მიზნით. ტელევიზიას რომ აფინანსებს, სადაც ლგბტ საზოგადოების პროპაგანდაზეა აქცენტირება, ამას არ გავატარებთ, მიუღებელია, ეს ხომ გითხრათ ნათლად ქართულმა საზოგადოებამ. როგორც ცნობილი გახდა, „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეპატრონე გვარამია რამდენიმე დღით ადრე ხვდება „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლებს, და ამის შემდეგ დაფინანსებას იღებს. ვეკითხებით, რა მიზნობრიობით აიღეთ? მიზნობრიობა არ არის, უბრალოდ ისე მოგვცესო. ვინ მოგცემთ თქვენ მილიონობით დოლარს, თუ მიზნობრიობა არ გაქვთ. დასამალი გაქვთ ქართული საზოგადოებისგან? ამას არ გაგიტარებთ. ყველამ უნდა იცოდეს, როგორც ევროპაშია ღია და გამჭვირვალე ეს კანონი და ყველაფერს თავის სახელს არქმევს, ეს არის საქართველო, სახელმწიფო და მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, ვინ აფინანსებს და რა მიზნობრიობით იმ არასამთავრობოებს, რომლებიც უცხო გავლენის წარმომადგენლები არიან.

ამასთან, მისივე თქმით, არის მცდელობა, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, რომ ეს შეეხება შშმ პირების დაფინანსებას, სპორტსმენებს, სპორტულ ფედერაციებს.

„გარკვევით წერია მეორე მუხლში, წაიკითხეთ, რომ არ ეხება არცერთ სპორტულ ორგანიზაციას, არც ფედერაციებს, არც სტუდენტებს, არც სპორტსმენებს, არც სოფლის მეურნეობის პროგრამებში ჩართულ ჩვენს მოქალაქეებს. ეს ეხება ორად ორ მიმართულებას, ერთია მედია, თუ 20%-ზე მეტია დაფინანსება წლის განმავლობაში, ის ვალდებულია არა მანამდე, სანამ დააფინანსებდნენ, დაფინანსების შემდეგ, პოსტფაქტუმ დეკლარირება გააკეთოს, მეტი არაფერი და მეორე – არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთაც მოუწევთ დარეგისტრირება, თუ მათი შემოსავლის ფინანსები აღემატება 20%-ზე მეტს. რა არის აქ დასამალი და თუ დასამალი გაქვთ, ამას არ გაგიტარებთ. არ მოგცემთ საშუალებას, ეს ქვეყანა არიოთ, არ მოგცემთ შესაძლებლობას, თქვენი პირადი, მერკანტილური ინტერესების გამო ნიჰილიზმი, დაძაბულობა, პოლარიზება შემოიტანოთ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.