“ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა” – იუსტიციის სამინისტრო

16
spot_img

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ სტრასბურგის სასამართლოს მორიგ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

იუსტიციის სამინისტრო ამ ფაქტს ისტორიულ გამარჯვებას უწოდებს.

„ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა“, – აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დღეს გამოაქვეყნა გადაწყვეტილება საქმეზე – „საქართველო რუსეთის“ წინააღმდეგ, რომელიც ეხება 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ დაწყებული „ბორდერიზაციის“ შედეგად ადამიანის უფლებების დარღვევებს.

სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის მხრიდან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი დარღვევა დაადგინა.