“ღაზის სექტორში რაც შეიძლება მალე ჰუმანიტარული პაუზა უნდა გამოცხადდეს, ქვეყნებმა უნდა იმუშაონ ცეცხლის შეწყვეტის მიმართულებით”

92
spot_img

ღაზის სექტორში რაც შეიძლება მალე ჰუმანიტარული პაუზა უნდა გამოცხადდეს, ქვეყნებმა უნდა იმუშაონ ცეცხლის შეწყვეტის მიმართულებით, – ამის შესახებ პარიზის საერთაშორისო ჰუმანიტარულ კონფერენციაზე გამოსვლისას საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

„მშვიდობიანი მოსახლეობა დაცული უნდა იყოს – ეს არის გადაუდებელი აუცილებლობა და არ შეიძლება იყოს დავის საგანი. ისრაელ-„ჰამასის“ ომის საფასურს ღაზის მშვიდობიანი მოსახლეობა იხდის. ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას საკუთარი თავი, მაგრამ მას ასევე აქვს ვალდებულება, დაიცვას კანონი“, – განაცხადა მაკრონმა.

პარიზის საერთაშორისო ჰუმანიტარულ კონფერენციას 50-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება. პარიზში იმყოფებიან ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების, კერძოდ კი იორდანიის, ეგვიპტეს და სპარსეთის ყურის ქვეყნები. პალესტინას ფორუმზე პრემიერ-მინისტრი მოჰამად შტაიე წარმოადგენს, ხოლო ისრაელის წარმომადგენლები კონფერენციას არ ესწრებიან.