ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარებით კიდევ 20 სატვირთო შევიდა

104
spot_img

ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარებით კიდევ 20 სატვირთო შევიდა. მშვიდობიანი მოსახლეობისთვის საკვების, მედიკამენტებისა და წყლის მიწოდებაში გაეროსა და ორგანიზაცია „წითელი ნახევარმთვარის“ წარმომადგენლებს მოხალისეებიც ეხმარებიან.

სექტორის სამხრეთ ნაწილში დევნილებს, რომლებიც სკოლებში არიან განაწილებული, ცხელ საკვებს ურიგებენ. ჰუმანიტარული დახმარება, ისრაელის გადაწყვეტილებით, სწორედ ღაზის სექტორის სამხრეთში ნაწილდება.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.