ღაზის სექტორში დაღუპულთა რაოდენობამ 200-ს გადააჭარბა

149
spot_img

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ისრაელის მიერ ღაზის სექტორზე განხორციელებულ საპასუხო ავიადარტყმებს უკვე 232 ადამიანი ემსხვერპლა, სულ მცირე 1790 კი დაშავდა. ამის შესახებ BBC წერს.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. შედეგად დაიღუპა 40, ხოლო დაშავდა 740 მოქალაქე. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადეს და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყეს.