8 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

167
spot_img

ვერძი

დღევანდელი დღე დაგაფიქრებთ პირად საკითხებზე და მომავალ პერსპექტივებზე, სტაბილურ ცხოვრებაზე. დაისვენეთ და მოემზადეთ,- მნიშვნელოვანი კვირა იწყება.

კურო

იყავით დაკვირვებული და მოზომილი, რათა დაუგეგმავ, უსიამოვნო სიტუაციებში არ აღმოჩნდეთ.

ტყუპები

ისიამოვნეთ, დატკბით ამ რეალობით, დღევანდელი შეხვედრებით. სათანადო ყურადღება დაუთმეთ თქვენს ჯანმრთელობას.

კირჩხიბი

ამ დღის ენერგიები მიმართეთ თქვენი პირადი საკითხების დასალაგებლად. გაქვთ შანსი, მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიოთ.

ლომი

წარმატების დღეა, თქვენი ფერადი ოცნებები ფრთებს ისხამს, ახალი პერსპექტივებისკენ მიმავალი გზები იხსნება. თუმცა, დასვენებაც არ დაგავიწყდეთ, წინ მნიშვნელოვანი კვირაა.

ქალწული

ღიმილი და მეტი ოპტიმიზმი, აი ეს გჭირდებათ დღეს. ყველა დაბრკოლების გადალახვა შესაძლებელია, როდესაც გაქვთ საკუთარი თავის რწმენა.

სასწორი

იყავით გაბედული, გამოიჩინეთ ინიციატივა პირად თემებში, განსაკუთრებით თუ საკითხი ეხება ურთიერთობების გარკვევას ოჯახის წევრებს შორის.

მორიელი

გამოიჩინეთ გაბედულება, ნუ დაელოდებით პირველი ნაბიჯს სხვისგან. აიღეთ სადავეები თქვენს ხელში.

მშვილდოსანი

დღეს, მეტი დრო დაუთმეთ ოჯახის წევრებს, შეგიძლიათ, შეიძინოთ საჩუქრები ახლობელი ადამიანებისთვის.

თხის რქა

თუ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება დაგჭირდათ, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია გამოცდილ ადამიანებთან.

მერწყული

ურთიერთობებში სიახლეები გელით, ეს უფრო განამტკიცებს თქვენს სასიყვარულო სფეროს, არ არის გამორიცხული,  ერთად წამოიწყოთ რაიმე პროექტი.

თევზები

იზრუნეთ სოციალური კონტაქტების გაფართოებაზე, მეტი ყურადღება მიაქციეთ საზოგადოებასთან ურთიერთობებს.