ღაზაში UNICEF-ის ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს

23
spot_img

ორგანიზაცია UNICEF-ი აცხადებს, რომ მათ ერთ-ერთ ავტომობილს, რომელიც ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილიდან ჩრდილოეთში გადასვლას ელოდებოდა, ცეცხლი გაუხსნეს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ინციდენტს ისრაელის ხელისუფლებასთან განიხილავენ.

„სამწუხაროდ, ჰუმანიტარული დახმარების მუშაკები კვლავ აწყდებიან რისკებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარების მიწოდებისას. თუ ჰუმანიტარული დახმარების მუშაკები არ იქნებიან დაცული, ჰუმანიტარული დახმარება ვერ მიაღწევს იმ ადამიანებამდე, რომლებსაც ის ესაჭიროებათ“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ისრაელის მიერ განხორციელებულ საჰაერო დარტყმას საქველმოქმედო ორგანიზაცია World Central Kitchen-ის 7 თანამშრომელი ემსხვერპლა.