ღაზაში მედიცინის 161 მუშაკი დაიღუპა -ჯანმო

114
spot_img

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 7 ოქტომბრის შემდეგ – მას შემდეგ, რაც ,,ჰამასი,, ისრაელს დაესხა თავს და მისი 1400 მოქალაქე მოკლა, საპასუხო იერიშების შედეგად, ღაზას სექტორში მედიცინის 161 მუშაკი დაიღუპა.

​ამის შესახებ ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე ორგანიზაციის სპიკერმა, კრისტიან ლინდმაიერმა თქვა.

მისივე თქმით, “ჯამურად, რა თქმა უნდა, ბევრად მეტია, რადგან ზოგიერთი დაიღუპა ოჯახებთან ერთად და ამ ჩამონათვალში არ ირიცხებიან. აქ საუბარია მხოლოდ მათზე, ვინც სიცოცხლე გაწირა სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად“.

ასევე, ლინდმაიერი გამოეხმაურა ისრაელის არმიის სპიკერის, დანიელ ხაგარის განცხადებას, რომ ღაზას სექტორის უმსხვილესი საავადმყოფოების ქვეშ ჰამასის ბოევიკები იმალებიან.

ლინდმაიერი ამბობს, რომ ჯანმო-ს ამ ინფორმაციის გადამოწმება არ შეუძლია.

“ჩვენ ვერ ვამოწმებთ, თუ რა ხდება ღაზას საავადმყოფოების ქვეშ. რაც შეგვიძლია, ვთქვათ, არის ის, რომ საავადმყოფოები სავსეა პაციენტებით, სამედიცინო პერსონალით და თავშესაფრის მაძიებელი ადამიანებით. ამ საავადმყოფოებზე ან სასწრაფო დახმარების მანქანებზე ნებისმიერი თავდასხმა გაუმართლებელი და მიუღებელია,” – თქვა მან.