ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას სექტორი ალყაში მოაქციეს.
„ღაზა ალყაშია, ჩვენ მის შიგნით ვმოქმედებთ“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა პრესკონფერენციაზე.
ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი არ შეწყვეტს ცეცხლს და რაზას არ მიაწვდის საწვავს იქამდე, სანამ „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს გატაცებული მძევლების გათავისუფლება არ მოხდება.
ნეთანიაჰუმ ღაზას მშვიდობიან მოსახლეობას მიმართა.
„გთხოვთ, წადით სამხრეთით“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ და დასძინა, რომ ისრაელი გამარჯვებამდე არ გაჩერდება.