აშშ პალესტინელების იძულებით გადაადგილებას ღაზის ფარგლებს გარეთ მხარს არ უჭერს”- აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

89
spot_img

შეერთებული შტატები არ უჭერს მხარს პალესტინელების იძულებით გადაადგილებას ღაზის ფარგლებს გარეთ. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა.

„რაც შეეხება ჩვენს საგარეო პოლიტიკას, აშშ მხარს არ უჭერს პალესტინელების იძულებით გადაადგილებას ღაზის ფარგლებს გარეთ. ეს არ არის პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ვატარებთ“, – აღნიშნა პატელმა.

ვედანტ პატელმა ასევე განაცხადა, რომ ვაშინგტონი ეწინააღმდეგება ისრაელის მიერ ღაზის განმეორებით ოკუპაციას.

ცნობისთვის, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა: „ისრაელს „ჰამასის“ წინააღმდეგ ომის დასრულების შემდეგ ღაზის სექტორზე საერთო უსაფრთხოების პასუხისმგებლობა განუსაზღვრელი ვადით ექნება“.