,, ღამით ღაზაში ისრაელის საჰაერო შეტევისას 55 ადამიანი დაიღუპა”- ჰამასი

49
spot_img

ჰამასის განცხადებით, სულ მცირე 55 ადამიანი დაიღუპა ღაზაში, 22 ოქტომბერს, ისრაელის საჰაერო შეტევის დროს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ჰამასის თქმით, 30-ზე მეტი სახლი განადგურდა რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ისრაელის სამხედრო სპიკერმა განაცხადა, რომ საჰაერო თავდასხმები ღაზას სექტორზე გაძლიერდებოდა, რადგან მისი ჯარები მოსალოდნელი სახმელეთო შეტევისთვის ემზადებიან.

ისრაელის სამხედრო სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ თავდასხმები ხელს შეუწყობს რისკების შემცირებას ისრაელის ძალებისთვის, რომლებიც საზღვრის ირგვლივ არიან განლაგებულნი. მან ღაზაში მცხოვრებ პალესტინელ მშვიდობიან მოსახლეობას უთხრა, რომ გააგრძელონ მოძრაობა სამხრეთით საკუთარი უსაფრთხოებისთვის.

BBC სირიის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ასევე წერს, რომ სირიის აეროპორტებზე ისრაელის შეტევის დროს კიდევ მინიმუმ ორი ადამიანი დაიღუპა. შეტევა დამასკოსა და ალეპოს საერთაშორისო აეროპორტებზე განხორციელდა.