რუსეთისთვის ევროკავშირის სანქციების მე-14 პაკეტის დაწესება გერმანიამ შეაფერხა.
ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
ელჩების დონეზე გამართულ შეხვედრაზე გერმანიამ შეშფოთება გამოთქვა შემზღუდველი ზომების გაფართოებასთან დაკავშირებით, რადგან შიშობს, ახალმა ზომებმა არ აიძულოს ევროკავშირის კომპანიები, უზრუნველყონ, რომ მათმა მომხმარებლებმა შემდეგ არ გაყიდონ დასანქცირებული პროდუქცია მოსკოვში.
კერძოდ, როგორც მედია წერს, გერმანია წინააღმდეგია გათხევადებული გაზის სექტორში სანქციების დაწესებაზე, რომლის ფარგლებშიც ქვეყნებს აეკრძალებოდათ რუსული გათხევადებული გაზის რეექსპორტი ევროკავშირის პორტებიდან და არქტიკასა და ბალტიისპირეთში თხევადი გაზის ტერმინალების დაფინანსება.
როგორც „პოლიტიკო“ წერს, გერმანიას მიაჩნია, რომ დაზარალდება გერმანული მცირე ბიზნესიც, თუკი ზომები ისეთ პროდუქციაზე გავრცელდება, რომელიც არ მიეკუთვნება ორმაგი დანიშნულების პროდუქტს, მაგალითად, როგორებიცაა ქიმიკატები ან ლითონგადამამუშავებელი აღჭურვილობა. ახლა ევროკომისია ცდილობს, დაითანხმოს კანცლერი ოლაფ შოლცი ვეტოს მოხსნაზე.