ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო თამაშისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრები გერმანიაში, ქალაქ ფელბერტში ემზადება. არენის საწვრთნელ ბაზაზე ნაკრებმა 24 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა.
ძირითად ჯგუფთან ერთად არ ყოფილა ოთარ კიტეიშვილი, რომელმაც ტრავმა მონტენეგროსთან ამხანაგური მატჩისას მიიღო, ხოლო საბა კვერკველია კვლავ ინდივიდუალური პროგრამით აგრძელებს მზადებას.
ვილი სანიოლის გუნდი სადებიუტო შეხვედრას 18 ივნისს თურქეთის ნაკრებთან გამართავს, 22 ივნისს ჩეხეთს, ხოლო 26 ივნისს პორტუგალიას დაუპირისპირდება.