გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას ითხოვს.
ანტონიო გუტერეშმა ღაზაში საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის აშკარა დარღვევა დაგმო ისრაელსა და ჰამასს შორის ომის მე-18 დღეს.
„ღრმად ვარ შეშფოთებული საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის აშკარა დარღვევით, რასაც ჩვენ ვხედავთ ღაზაში. მოდით მკაფიოდ განვაცხადოთ: შეიარაღებული კონფლიქტის არცერთი მხარე არ დგას საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალზე მაღლა“, – აცხადებს გუტერეში.
მან, ასევე, მოითხოვა ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტა.
„ამ უზარმაზარი ტანჯვის შესამსუბუქებლად, დახმარების უფრო უსაფრთხოდ განაწილების გასაადვილებლად და მძევლების გათავისუფლების ხელშესაწყობად, მე ვიმეორებ ჩემს მოწოდებას ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ“, – დასძინა გაეროს გენერალურმა მდივანმა.