Facebook-ზე ბანერების დაბლოკვის საკითხი კიდევ ერთ ადრესატამდე მიდის

34
spot_img

Facebook-ზე გამჭვირვალობის შესახებ საინფორმაციო ბანერების დაბლოკვის საკითხი კიდევ ერთ ადრესატამდე მიდის. არსებული ინფორმაციით, რადიკალების წარმომადგენლებს ლობირებს ნიკოლოზ ბოლქვაძე, რომელიც Meta-ს სათავო ოფისში მუშაობს.

ბოლქვაძე წლების განმავლობაში მუშაობდა მიხეილ სააკაშვილის სოციალური მედიის მენეჯერად. ბოლქვაძე დღემდე მსჯავრდადებული სააკაშვილის აქტიური მხარდამჭერია. გამჭვირვალობის შესახებ საინფორმაციო ბანერების დაბლოკვაში არიან ჩართულები რადიკალები და მათი მხარდამჭერი არასამთავრობოების წარმომადგენლებიც, რომლებსაც ლობისტების მეშვეობით აქვთ მოპოვებული ვერიფიკაცია საერთაშორისო FACT CHECK-ში. FACT CHECK-ი აწვდის ცრუ ინფორმაციას Meta-ს, რაც თავადაც დაადასტურეს.

FACT CHECK-ის პროექტს ახორციელებს, ერთ-ერთი მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაცია „გრასი“, რომლის წევრებიც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები და იდეოლოგები არიან. მათი ნაწილი, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელიცაა. არსებული ინფორმაციით კამპანიის უკან დგას სერგი კაპანაძე, ნოდარ ხარშილაძე, თინა ბურჯალიანი, შოთა უტიაშვილი, ელენე ხოშტარია და თამარ კინწურაშვილი.