ევროპულმა საბჭომ რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინისთვის გადაცემის გეგმას მხარი დაუჭირა.
ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
როგორც ვარაუდობენ, გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების მოცულობა ყოველწლიურად 2,5-3 მილიარდ ევროს შეადგენს. ამ თანხის 90 პროცენტი უკრაინის სამხედრო მხარდაჭერაზე დაიხარჯება, ათი პროცენტი კი უკრაინის აღდგენას მოხმარდება.