ევროკავშირის 27-ვე ქვეყანა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარების გამოყოფაზე შეთანხმდა

33
spot_img

ევროკავშირის 27-ვე ქვეყანა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარების გამოყოფაზე შეთანხმდა.

ამის შესახებ X-ზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი წერს.

„შევთანხმდით. 27-ვე ლიდერი შეთანხმდა დამატებით 50 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარების გამოყოფაზე ევროკავშირის ბიუჯეტიდან. ეს უზრუნველყოფს უკრაინისთვის მუდმივ, ხანგრძლივ და განჭვრეტად დაფინანსებას“, – წერს მიშელი.

მიშელს პრესმდივანმა დაადასტურა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უკრაინისთვის დახმარების გამოყოფაზე თანხმობა გასცა. ეს ორბანის იტალიის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებთან შეხვედრების შემდეგ მოხდა.