ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა

23
spot_img

ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა.

ამასთან, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 000-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია კი 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა.

„შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ ახსენებს აბიტურიენტებს, რომ საგნის წაშლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა მათ 15 აპრილის 18:00 საათამდე შეეძლებათ.

საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა გამოსაცდელებს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათამდე ექნებათ. კონკრეტული რიცხვი გამოქვეყნდება.

მასწავლებლის საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდებისათვის რეგისტრაცია ჯერ კიდევ მიმდინარეობს და 15 აპრილის 18:00 საათზე დასრულდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.