“ერთი და იგივე იქნება, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შუალედური დასკვნა დაწეროს შოვზე, ამერიკასა თუ ევროპაში მომხდარ სტიქიურ უბედურებებზე”

63
spot_img

„პრიგოჟინის პარტიის“ ეს ე.წ. დასკვნა იგივეა, რომ დაწერონ დასკვნა, მაგალითად, ამერიკაში, ევროპის ქვეყნებსა და კანადაში მომხდარ სამწუხარო ბუნებრივ სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით, არც იქ ჩასულან და არც შოვში, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული განცხადებების მიზანია პარლამენტში მოხვედრა.

„ერთი და იგივე იქნება, დაწერონ შოვზე შუალედური დასკვნა და დაწერონ ამერიკაში თუ ევროპაში მომხდარ სტიქიურ უბედურებებზე. არცერთი საზოგადოებას არ აინტერესებს. მიზანი უკვე განაცხადეს, რაც არის. მიზანი არის თავიანთი პატრონების მიმართ კეკლუცი და უნდათ, რომ შემდეგ პარლამენტში მოხვდნენ. საზოგადოებისგან მხარდაჭერა არ აქვთ და ახლა უნდათ, პარლამენტში მოხვდნენ თავიანთი უცხოელი პატრონების მხარდაჭერით და დახმარებით“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 3 აგვისტოდან 15 აგვისტოს ჩათვლით შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით აწარმოა საგამოძიებო მოქმედებები და მოამზადა შუალედური ანგარიში.