ერდოღანი პუტინთან შესახვედრად რუსეთში ვიზიტს გეგმავს

84
spot_img

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად რუსეთში ვიზიტს გეგმავს, რომლის დროსაც მარცვლეულის შეთანხმების საკითხები განიხილება. ინფორმაციას თურქული მედიასაშუალება Yeni Şafak-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მანამდე შეხვედრის ჩატარება ანკარაში იგეგმებოდა.

„ვიზიტი კრიტიკული მნიშვნელობისაა, რადგან რუსეთთან მარცვლეულის ინიციატივის გაგრძელებასთან არის დაკავშირებული. რუსეთის გარეშე მარცვლეულის ექსპორტისთვის ახალი მარშრუტის გახსნა არც თუ ისე კარგი იდეაა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

თარიღები ჯერჯერობით არ სახელდება.

მედიის ცნობით, უკრაინაში ერდოღანის მრჩეველი, აქიფ ჩაღათაი ქილიჩი გაემგზავრება, ასევე, მოსალოდნელია თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავაშოღლუს ვიზიტი უკრაინასა და რუსეთის ფედერაციაში.