ერთადერთი სიმღერა, რომელიც თავში მომდის, როდესაც ასეთი დანაშაულები ხდება, არის: „დაბრუნება სსრკ-ში“, – ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი თბილისში წუხელ მომხდარ თავდასხმებს.
მისი თქმით, ჯერ კიდევ არ არის გვიან, საქართველოში ერთიანი კოორდინირებული სამოქალაქო მოძრაობის გზით ერთიანი პოლიტიკური პლატფორმა ჩამოყალიბდეს, რომელიც არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ალტერნატივა იქნება.
„ჯერ არ არის გვიანი საქართველოში მოხდეს რეაგირება ერთიანი კოორდინირებული სამოქალაქო მოძრაობის გზით, რომელიც საბოლოოდ პოლიტიკური პლატფორმის ჩამოყალიბებას გამოიწვევს, რომელიც არჩევნებში „ქართული ოცნების“ ალტერნატივა იქნება“, – წერს ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელში.