“ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია წამლის ხარისხის ეროვნული ლაბორატორიის ჩამოყალიბება” – ზურაბ აზარაშვილი

70
spot_img

წინა წელს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, წამლის ლაბორატორიის პროექტის შესახებ მოგახსენეთ, რომელიც გასულ კვირაში უკვე ოფიციალურად გავხსენით. მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია წამლის ხარისხის ეროვნული ლაბორატორიის ჩამოყალიბება , – აღნიშნულის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, წამლის ხარისხის ლაბორატორია, მოკლე ვადაში აღიჭურვა და შესაბამისი კვალიფიკაციის კადრებით დაკომპლექტდა.

მისივე თქმით, აქტიური მუშაობა საერთაშორისო სერტიფიცირებისა და აკრედიტაციის მოპოვების მიზნით მიმდინარეობს.

„ფარმაკოლოგიური საშუალების კლინიკური კვლევის ჩატარებასთან დაკავშირებით რეგულაცია შემუშავებულ იქნა, რომელიც მაქსიმალურად ჰარმონიზებულია ევროკავშირის კანონმდებლობასთან, ორიენტირებულია პაციენტის უფლებების დაცვისკენ და უზრუნველყოფს კვლევის ჩატარებისათვის შესაბამისი სანებართვო პირობების და მექანიზმების განსაზღვრას“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ჯანდაცვის მინისტრმა, ხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისთვის არსებითად მნიშვნელოვან, სავალდებულო GMP/GDP სტანდარტების დანერგვაზეც ისაუბრა.

„2022-2023 წლებში, გაიცა 50 საბითუმო დისტრიბუტორის GDP სტანდარტთან შესაბამისობის სერტიფიკატი. ასევე, 3 ფარმაცევტული წარმოებისთვის გაცემულია ნაციონალურ GMP სტანდარტთან შესაბამისობის სერტიფიკატი“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.