“აშშ-ში არ გამორიცხავენ, რომ ომი უკრაინაში კორეის სცენარის მსგავსად გაყინული კონფლიქტი იქნება” – Politico

256
spot_img

აშშ-ის ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ ომი უკრაინაში გაყინული კონფლიქტი გახდეს კორეის სცენარის მსგავსად. ამის შესახებ „უნიანი“ გამოცემა Politico-ზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის ინფორმაციით, თეთრ სახლში და სხვა სტრუქტურებში წინასწარ განიხილება გამიჯვნის ხაზები, რომელიც უკრაინამ და რუსეთმა არ უნდა გადაკვეთონ, მაგრამ რომელიც ოფიციალური საზღვარი არ იქნება.

„ეს სცენარი გრძელვადიან პერსპექტივაში ყველაზე რეალისტურია, თუ გავითვალისწინებთ, რომ არც კიევი, არც მოსკოვი, დამარცხების აღიარებას არ აპირებენ. ამის ალბათობა იზრდება, რადგანაც აშშ-ის ადმინისტრაციაში ფიქრობენ, რომ უკრაინის კონტრშეტევა რუსეთს სასიკვდილო დარტყმას ვერ მიაყენებს,“ – წერს Politico.

გამოცემა ასევე წერს, რომ ეს სცენარების ჯერ მხოლოდ მოსაზრებების დონეზეა და აშშ-ის ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ ომის ცხელი სტადია საკმაოდ დიდ ხანს შენარჩუნდება.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის და ქვეყნის ხელისუფლებას არაერთხელ უთქვამთ, რომ ომი მხოლოდ უკრაინის მთელი ტერიტორიის გათავისუფლებით უნდა დასრულდეს. ამ პოზიციას დასავლეთიც იზიარებს, შესაბამისი განცხადება რამდენიმე დღის წინ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გააკეთა.