ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას არჩილ მესტვირიშვილიც ტოვებს

240
spot_img

არჩილ მესტვირიშვილი საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას ტოვებს.

„მეგობრებო და კოლეგებო, ვტოვებ ეროვნულ ბანკში ჩემ თანამდებობას“, – წერს მესტვირიშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგა პაპუნა ლეჟავაც. შესაბამისი ინფორმაცია ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ დაუდასტურა.