ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს უპასუხა, რომელმაც განაცხადა, რომ ღაზაში „ჰამასის“ წინააღმდეგ ისრაელის ქმედებები „არაფრით განსხვავდება ადოლფ ჰიტლერის ქმედებებისგან“.
“ერდოღანი, რომელიც ქურთების გენოციდს ახორციელებს და ჟურნალისტების დაპატიმრების რეკორდსმენია, უკანასკნელი ადამიანია, ვისაც ჩვენთვის მორალის ქადაგება შეუძლია”, – აღნიშნა ისრაელის მთავრობის მეთაურმა.
“ცაჰალი” მსოფლიოში ყველაზე მორალური არმიაა, რომელიც ებრძვის და ანადგურებს მსოფლიოში ყველაზე საზიზღარ და სასტიკ ტერორისტულ ორგანიზაციას, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ და ერდოღანი აქებს მას და მასპინძლობს მის მაღალჩინოსნებს”, – დასძინა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.