ექიმებისა და ტექნიკოსებისთვის იმპლანტაციის ინოვაციური კურსი ჩატარდა

409
spot_img

28-29 აპრილს გერმანულმა კომპანიამ “bredent medical” “Princip Academy” და ” Dentex-95″ ერთობლივად საქართველოში ექიმებისა და ტექნიკოსებისთვის იმპლანტაციის ინოვაციური კურსი ჩაატარეს.

ჩატარებული იქნა სამი საჩვენებელი ოპერაცია:

“6 იმპლანტის დაყენება და კონსტრუქციის ფიქსაცია ციფრული პროტოკოლით (ქირურგიული შაბლონის საშუალებით) გრძელვადიანი ხრახნიანი კონსტრუქცია მზადდება იმპლანტების დაყენებამდე;

“4 იმპლანტის დაყენება და კონსტრუქციის ფიქსაცია ციფრული პროტოკოლით (ქირურგიული შაბლონის საშუალებით) გრძელვადიანი ხრახნიანი კონსტრუქცია მზადდება იმპლანტების დაყენებამდე.

ოპერაცია იმპლანტების დაყენებასა და გრძელვადიანი ხრახნიანი კონსტრუქციის ფიქსაციაზე ჩატარდა 3-4 საათის განმავლობაში.

იმპლანტოლოგიის აქტიურ განვითარებასთან ერთად პაციენტების მხრიდან წარმოიშვა უფრო მაღალი მოთხოვნები პროთეზების ხარისხთან მიმართებაში. გვირგვინები, რომლებსაც უყენებენ პაციენტებს, დღეს უნდა გამოირჩეოდნენ არა მარტო იდეალური ესთეტიკით, არამედ უფრო მაღალი გამძლეობით, კომფორტულობით და ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოებით. ეს საფუძველს იძლევა იმისთვის, რომ ვიმსჯელოთ თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიების საფუძველზე დამზადებული ქირურგიული შაბლონების გამოყენების აუცილებლობაზე. ისინი საშუალებას იძლევიან ზუსტად განისაზღვროს იმპლანტის დაყენების ადგილი და სწორად იქნას შერჩეული მისი დახრის კუთხე, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მომავალი პროთეზების მახასიათებლებს (მაჩვენებლებს).

ასეთი ნავიგაციური ქირურგიული შაბლონები უზრუნველყოფენ იმპლანტაციის პროცედურის მაქსიმალურ სიზუსტეს, ზრდიან მის წარმატებული შედეგის შანსს, მინიმუმამდე დაჰყავთ ქსოვილების ტრავმირების ალბათობას და უზრუნველყოფენ რეაბილიტაციის ვადების შემცირებას.

ასევე ჩატარებული იქნა “bredent medical” კომპანიის მიერ წარმოებული White SKY ცირკონის იმპლანტების დაყენება და დროებითი კბილის დაყენება CAD/CAM -ტექნოლოგიების გამოყენებით.

 

ცირკონის იმპლანტები სულ უფრო და უფრო პოპულარული საშუალება ხდება ლამაზი ღიმილის აღსადგენად, განსაკუთრებით მათი ესთეტიკური ეფექტის და ორგანიზმის ქსოვილებთან შესანიშნავი თავსებადობის საფუძველზე. თეთრი ცირკონი არ იწვევს ორგანიზმის ალერგიულ რეაქციას და გამოიყურება სრულიად ბუნებრივად, როგორც ბუნებრივი, ნატურალური კბილი. ცირკონის იმპლანტების გამოყენება ასევე საშუალებას იძლევა, თავიდან ავიცილოთ ნაცრისფერი ზოლის (ხაზის) გამჭვირვალეობა ღრძილების კიდეზე, რაც ხშირად შეიმჩნევა მეტალის გამოყენების დროს.

White SKY არის ცირკონის ოქსიდიდან დამზადებული ერთკომპონენტიანი იმპლანტი, რომელიც წარმოადგენს ბიოშეთავსებად მასალას. ამ მასალისგან დამზადებული იმპლანტები რეკომენდებულია პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ ალერგია მეტალებზე. ცირკონის იმპლანტები წარმოადგენს იდეალურ ვარიანტს კბილების ფრონტალური ჯგუფისთვის, სადაც მეტალი შეიძლება რბილი ქსოვილებიდან ანათებდეს/ ისინი საშუალებას იძლევიან ფართო ღიმილის დროს კარგი ესთეტიკური შედეგის მიღწევისთვის ფართო ღიმილის დროს, ასევე ღრძილის თხელი ბიოტიპისას.

საერთო ქირურგიაში ცირკონი უკვე საკმაოდ დიდი ხანის გამოიყენება, როგორც მასალა იმპლანტებისთვის, მაგრამ მხოლოდ ახლო წარსულში გახდა იგი ასევე შეუცვლელი სტომატოლოგიაშიც. განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა მან ბოლო წლებში, როდესაც მეცნიერებმა ბიოკერამიკის უსაფრთხოებისა და გამძლეობის თავიანთ კვლევებში წარმოაჩინეს, რომ ეს მასალა ოპტიმალურად შეესაბამება მისი ყბაში გამოყენების პირობებს.

მასტერკლასის მიმდინარეობის დროს ჩატარდა პრეზენტაციები და დისკუსიები.

ინოვაციური კურსის მონაწილეები გაეცვნენ ახალი საოპერაციო ტექნოლოგიებისა და ტექნიკური გადაწყვეტილებების დანერგვის შესაძლებლობებს, აგრეთვე კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობებს ადგილობრივი ექიმებისთვის.

კურსი ჩაატარეს  აკადემიის პრინციპის ქირურგიული განყოფილების გამგე – დავით გალსტიანი

სპეციალისტი CAD-CAM ტექნოლოგიებისა და ნავიგაციის დაგეგმვის სფეროში – სერგეი დოიჩი

(R)