“ემსახურება მხოლოდ ოლიგარქს და მის მწვრთნელებს კრემლში” – ვიოლა ფონ კრამონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე

15
spot_img

ევროპარლამენტის პოზიცია „ქართული ოცნების“ რუსულ კანონზე ძალიან ნათელია: ეს საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს და ევროკავშირის კანდიდატობას, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელ X-ში წერს.

მისი თქმით, ევროპარლამენტი კანონპროექტის შესახებ პოზიციას რეზოლუციებში დააფიქსირებს.

„ამის შესახებ 10 დღის წინ წერილში განვაცხადეთ. ჩვენ ამას განვაცხადებთ ევროკავშირის რეზოლუციებში. კანონპროექტი ემსახურება მხოლოდ ოლიგარქს და მის მწვრთნელებს კრემლში“, – აცხადებს ევროპარლამენტარი.