“ძალიან გვახარებს, რომ სწორი მიმართულებით მიდის საქართველო” – იენს სტოლტენბერგი

31
spot_img

გილოცავთ დანიშვნას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე და მოუთმენლად ველი თქვენთან თანამშრომლობას, – ასე მიმართა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ირაკლი კობახიძეს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე.

სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ნატო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარს უჭერს და ამისკენ რუსეთსაც მოუწოდა. გენერალურმა მდივანმა ასევე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა.

„ათასობით უკრაინელი ლტოლვილი აფარებს თავს საქართველოს. დღეს რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე ვისაუბრებთ, რაც საქართველოსთვის აქტუალურია. მნიშვნელოვანი რისკია თავისთავად ის, რომ რუსეთი საქართველოს სიახლოვეს, უკრაინაში აწარმოებს აგრესიულ ქმედებებს და ჩვენ მოუწოდებთ ალიანსის წევრებს, რომ მოხდეს შავი ზღვის უზრუნველყოფა თავისუფალი მოძრაობისთვის.

დღეს შეხვედრაზე გვექნება საუბარი ნატოსა და საქართველოს პარტნიორობაზე – როგორ განვავითაროთ ის შემდგომში. მივესალმებით იმ წინსვლას, რომელიც კრიზისების მართვის, უსაფრთხოების, თავდაცვისა და უსაფრთხო კომუნიკაციების ნაწილში აქვს მიღწეული ქვეყანას. ასევე, ვულოცავთ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებას და მოვუწოდებთ, რომ უფრო დიდი ტემპით განახორციელოს რეფორმები. ძალიან გვახარებს, რომ სწორი მიმართულებით მიდის საქართველო – კეთილდღეობისა და დემოკრატიის მიმართულებით და ევროატლანტიკურ ოჯახში სრული გაწევრიანებისკენ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.