,,ძალიან დიდი სიფრთხილე გვჭირდება ჩინეთთან ურთიერთობების დალაგების დროს”- ალექსანდრე რაქვიაშვილი

22
spot_img

ჩინეთი არის ერთ-ერთი ავტორიტეტული ქვეყანა, სადაც ადამიანის უფლებებს არ აღიარებენ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

„კი, დიდი ეკონომიკური ქვეყანაა, მაგრამ ძალიან დიდი სიფრთხილე გვჭირდება ჩინეთთან ურთიერთობების დალაგების დროს, ამერიკელებზე კი ჩვენი უსაფრთხოება დგას. ძალიან ვწუხვარ, რომ არ გვაქვს კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობები. მაგალითად, არ გვაქვს უვიზო რეჟიმი და ბევრი სხვა სარგებელი შეგვიძლია ამერიკელებისგან მივიღოთ“, -აღნიშნა რაქვიაშვილმა.

პრემიერ-მინისტრი ჩინეთთან და ამერიკასთან კავშირების კიდევ უფრო განვითარებას გეგმავს. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ სტრატეგიულ პარტნიორებთან სამომავლო ურთიერთობებს ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.