შინაგან საქმეთა სამინისტროსთან რამდენიმე თვეა ვმუშაობთ და ისინი იცავენ ღონისძიებას. ძალიან ბევრი პოლიციელია წარმოდგენილი. მისასალმებელია ეს ყველაფერი, რა ზომებსაც შს სამინისტრო იღებს, – განუცხადა ჟურნალისტებს „თბილისი პრაიდის“ თანადირექტორმა, მარიამ კვარაცხელიამ.
„ვემზადებით „პრაიდის ფესტივალისთვის“. ამ წუთებში არტისტები, ძალიან ცნობილი ჯგუფები გადიან რეპეტიციებს. ტერიტორიაზე ვამზადებთ დეკორაციებს. ველოდებით სტუმრებს, მათ შორის ელჩებს, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, აქტივისტებს, უფლებადამცველებს.
არანაირი ქუჩის ღონისძიება, მსვლელობა თბილისში არ იგეგმება არც ერთი ჯგუფის მიერ და არც „თბილისი პრაიდის“ მიერ. შინაგან საქმეთა სამინისტროსთან რამდენიმე თვეა ვმუშაობთ და ისინი იცავენ ღონისძიებას. ძალიან ბევრი პოლიციელია წარმოდგენილი. მისასალმებელია ეს ყველაფერი, რა ზომებსაც შს სამინისტრო იღებს“, – განაცხადა მარიამ კვარაცხელიამ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით უკვე გამართულ და დაგეგმილ დახურულ ღონისძიებებთან დაკავშირებით უწყების მიერ განხორციელებული პრევენციული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.