დონალდ ტრამპი სისხლის სამართლის საქმეზე ყველა ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს

39
spot_img

ნიუ-იორკის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სისხლის სამართლის საქმეზე დამნაშავედ ცნო, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ორდღიანი მსჯელობის შემდეგ ნაფიცმა მსაჯულებმა დონალდ ტრამპი 34-ვე ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს – მას ფინანსური დოკუმენტების გაყალბებას ედავებოდნენ.

ამ გადაწყვეტილებით, ტრამპი აშშ-ის ისტორიაში პირველი ყოფილი პრეზიდენტია, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულისთვის გაასამართლეს.

ამასთან, დონალდ ტრამპი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, მან ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტს „სირცხვილი“ და „გაყალბებული“ უწოდა.

„ უდანაშაულო ადამიანი ვარ. ნამდვილ განაჩენს ხალხი 5 ნოემბერს გამოიტანს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ და ამით საყოველთაო არჩევნების მოლოდინს გაუსვა ხაზი.

ინფორმაციისთვის, დონალდ ტრამპს 2016 წლის წინასაარჩევნო ფონდიდან დახარჯულ 130 ათას დოლარს ედავებოდნენ, რომელიც დოკუმენტებში სამართლებრივი მომსახურების ხარჯებად გატარდა, რეალურად კი, ეს თანხა პორნოვარსკვლავ შტორმი დენიელსს ტრამპთან სექსუალური კავშირის შესახებ დუმილის სანაცვლოდ გადაუხადეს.

მოსამართლე სასჯელს 11 ივლისს გამოაცხადებს.