დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენს, სულ მცირე, 7 მერყევ შტატში უსწრებს – გამოკითხვა

60
spot_img

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მოქმედ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, სულ მცირე, 7 მერყევ შტატში უსწრებს. აღნიშნულ მონაცემებს Bloomberg News/Morning Consult-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვა ცხადყოფს.

გამოკითხვამ აჩვენა, რომ ბაიდენი ტრამპს ჩამორჩება შვიდ მთავარ შტატში, კერძოდ, არიზონაში, ჯორჯიაში, პენსილვანიაში, მიჩიგანში, ჩრდილოეთ კაროლინაში, ნევადასა და უისკონსინში.

შვიდივე შტატში მთლიანობაში ამომრჩეველთა 48%-მა განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს ტრამპს, ხოლო 43%-მა – ბაიდენს.

ამერიკის ზოგიერთი შტატი საპრეზიდენტო არჩევნებში ხმას ათწლეულების განმავლობაში უცვლელად “დემოკრატიულ” ან “რესპუბლიკურ” პარტიას აძლევს. სწორედ ამიტომ არჩევნების ბედს ხშირად ე.წ. მერყევი შტატები წყვეტენ.