24 თებერვალს გამართულ ონლაინ სამიტზე „დიდი შვიდეულის“ლიდერებმა ვალდებულება აიღეს, დაეხმარონ უკრაინას გადაუდებელი ფინანსური საჭიროებების დაკმაყოფილებაში და მონაწილეობა მიიღონ ომის შემდგომ ქვეყნის აღდგენის პროცესში.
მათ ასევე პირობა დადეს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს გაამკაცრებენ და სანქციების თავის არიდების მექანიზმის კონტროლსაც გააუმჯობესებენ.
მანამდე სამიტის მონაწილეებს უკრაინის პრეზიდენტმა მიმართა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მათ უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და რუსეთის აგრესიასთან ბრძოლაში დახმარების გაგრელებისკენ მოუწოდა.