პარასკევი, ივნისი 2, 2023
spot_img
HomeT0P სიახლეები"დიდი ბრიტანეთი დაჯგუფება „ვაგნერს“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადებს"-The Times

“დიდი ბრიტანეთი დაჯგუფება „ვაგნერს“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადებს”-The Times

spot_img

დიდი ბრიტანეთი კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერს“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადებს. ამის შესახებ მთავრობაში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით The Times-ი წერს.

გამოცემის წყაროს ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება უახლოეს კვირებში იქნება მიღებული და მას სამართლებრივი საფუძვლის ორთვიანი ძებნა უძღოდა წინ.

ამასთანავე, ტერორისტული ორგანიზაციების სიაში „ვაგნერის“ შეყვანის შემდეგ დაჯგუფების წინააღმდეგ სანქციები დაწესდება.

მანამდე საფრანგეთის პარლამენტმა მიიღო სპეციალური რეზოლუცია, რომელშიც მოუწოდა ქვეყნის ხელისუფლებასა და ევროკავშირს, „ვაგნერი“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანონ.

spot_img
მსგავსი სიახლეები
- რეკლამა -
Google search engine

TOP სიახლეები