“დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რესპონდენტთა 55% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, მეორე ადგილზე კი 20%-ით „ნაცმოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ გავიდოდნენ” – GORBI

94
spot_img

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით GORBI საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. შეკითხვაზე, „დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შედეგები ასე გამოიყურება:

  • „ქართული ოცნება“ 55%
  • „ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ 20%
  • „გირჩი მეტი თავისუფლება“ და „დროა“ 4%
  • „ლელო“ 4%
  • „ევროპული საქართველო“ 3%
  • „საქართველოსთვის“ 3%
  • „პატრიოტთა ალიანსი“ 2%
  • „ლეიბორისტული პარტია“ 2%
  • „მოქალაქეები“ 1%
  • „გირჩი“ 1%
  • სხვა 5%

საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა GORBI-მ 30 სექტემბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით, ანუ, კანდიდატის სტატუსზე ევროკომისიის დადებით რეკომენდაციამდე, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, 2024 სრულწლოვანი რესპონდენტი გამოკითხა. საველე სამუშაოები შემთხვევითი შერჩევის წესით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა. ცდომილების ზღვარი +/- 2.2 %-ია.