“დღეს „ქართული ოცნების“ ჯიბის ფილიალის – „გორბის“ კვლევა გამოქვეყნება” – ბექა ლილუაშვილი

96
spot_img

დღეს „ქართული ოცნების“ ჯიბის ფილიალის – „გორბის“ კვლევა გამოქვეყნება – მოგეხსენებათ საპალნე ცხენის ანდაზა, კოჭებში გეტყობათ ბიჭებო როგორ „ზედმიწევნით, კარგად დაიწყეთ“ დეზინფორმაციასთან დაკავშირებული რეკომენდაციის შესრულება, – ასე მიმართავს პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ბექა ლილუაშვილი „ქართულ ოცნებას”.

მისი თქმით, „ქართული ოცნებას” და „ნაციონალური მოძრაობას” საერთო ინტერესები აქვთ და ერთმანეთს წინასაარჩევნო კამპანიას უტარებენ.

„ჩვენ ვამბობდით და დღეს, გავიგეთ, რომ გამოქვეყნდება “ქართული ოცნების” ჯიბის ფილიალის – „გორბის“ კვლევა. გუშინ გამოვიდა „ნაცი“, „ნაცთმეხოტბე“ მდინარაძე და დაუდასტურა „ნაციონალურ მოძრაობას“ ის რეიტინგი, რომელიც “ედისონის” კვლევაში იყო წარმოდგენილი. „გორბის“ კვლევაში ისტორიულ მინიმუმზეა როგორც „ნაცების”, ასევე „ოცნების“ რეიტინგი და გაყალბებული კვლევებით, მოდელირებული რეალობით ერთმანეთს უდასტურებენ რაღაც რეიტინგებს ჩვენს ხარჯზე. ეს არის სამარცხვინო. მოგეხსენებათ საპალნე ცხენის ანდაზა, კოჭებში რომ ეტყობა, კოჭებში გეტყობათ ბიჭებო როგორ „ზედმიწევნით, კარგად დაიწყეთ” დეზინფორმაციასთან დაკავშირებული რეკომენდაციის შესრულება. ჯერ კობახიძის ველზე ჩატარებული კამპანია ვნახეთ „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ, ახლა პოლიტიკურ კვლევებში უდასტურებენ მხარდაჭერას და ერთმანეთს უტარებენ წინასაარჩევნო კამპანიას. ყოჩაღ, „მალადეც“, ეს არის მათი საერთო ინტერესების და ფარული შეთანხმების კიდევ ერთი მაგალითი“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

რაც შეეხება საარჩევნო ბარიერის 5 პროცენტზე დატოვებას, ლილუაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ ამას ძალაუფლების არალეგიტიმურად შენარჩუნებისთვის გამოიყენებს, რადგან ასეთ შემთხვევაში, გაუნაწილებელი მანდატების დიდ ნაწილს სწორედ ის მიიღებს.

მისივე თქმით, თუკი პარლამენტი განიხილავს ცვლილებებს, რომლითაც ბარიერი შემცირდება, მისი გუნდის წევრები მას მხარს დაუჭერენ იმის მიუხედავად, რომ როგორც თავად ამბობს, ქართულ რეალობაში შემცირებული ბარიერი შეიძლება „სატელიტი პარტიების“ გაყვანის მექანიზმად იქნას გამოყენებული.

„არის საფრთხე იმის, რომ საკმაოდ დიდი ნაწილი საარჩევნო ხმების გაუნაწილებელი მანდატების კალათაში დარჩეს, ამის შედეგი იქნება ის, რომ გაუნაწილებელი მანდატები გადანაწილდება იმ პარტიებზე, რომლებიც პარლამენტში შევლენ და აქედან საკმაოდ მსხვილი ნაწილს „ქართული ოცნება“ მიიღებს, ეს არის არალეგიტიმურად ძალაუფლების შენარჩუნების ერთ-ერთი ინსტრუმენტი”, – განაცხადა ლილუაშვილმა.