დღეს ირაკლი კობახიძე ბრიუსელში შეხვედრებს გამართავს

63
spot_img

პირველი ოფიციალური ვიზიტი პრემიერის რანგში – ირაკლი კობახიძე ბრიუსელშია. ევროპის პოლიტიკურ ცენტრში დღეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა გაიმართება.

სხდომის დღის წესრიგში განხილვის პირველი თემა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზა იქნება. საუბარი შეეხება იმ რეფორმებსა და ნაბიჯებს, რომელსაც საქართველო ევროკომისიის რეკომენდაციით ახორციელებს.

ასოცირების საბჭო განიხილავს ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და საქართველოს პროგრესს. დისკუსია გაიმართება, თუ რა პოზიტიური როლი შეიძლება შეასრულოს ევროკავშირმა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირების პროცესში.

სხდომის შემდეგ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი და საქართველოს პრემიერ- მინისტრი სხდომას მედიასთან შეაჯამებენ.

დღესვე ირაკლი კობახიძე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შეხვდება. ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაური შეხვედრას გამართავს ნატოს გენერალურ მდივანთან.

ბელგიაში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაც ჩატარდება. აქცენტი გაკეთდება მომავალ ინტეგრაციულ პროცესზე ევროატლანტიკურ სივრცეში სრულფასოვანი წევრობის თვალსაზრისით.