“დემოკრატიის იდეა არის შემდეგი – მთავრობა არის ხალხი, არჩეული ხალხის მიერ და იღვწის ხალხისთვის – ხალხის მიერ, ხალხის სახელით, ხალხისთვის”

120
spot_img

იდეა არის შემდეგი, რომ ხალხი არის ხელისუფლებაში, მას აქვს ხალხის მანდატი და ის იღვწის ხალხისთვის. ეს არის გაგება დემოკრატიის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა იმ ოპონენტების საპასუხოდ განაცხადა, ვინც ხალხის და ხელისუფლების ერთმანეთისგან გამიჯვნას ცდილობენ.

მისი თქმით, საწინააღმდეგო აზრის უტრირება რუსული დეზინფორმაციის და პროპაგანდის ნაწილია.

„არის ასეთი გამოთქმა, რომელიც ლინკონს ეკუთვნის: ხალხის მიერ, ხალხისთვის და ხალხისგან არის დემოკრატია შექმნილი. იდეა არის შემდეგი, რომ ხალხი არის ხელისუფლებაში, მას აქვს ხალხის მანდატი და ის იღვწის ხალხისთვის. ეს არის გაგება დემოკრატიის. ნებისმიერი გამიჯვნა ხალხისა და ხელისუფლებისა არის რუსული ნარატივი. ამიტომ, ეს რა თქმა უნდა, აბსოლუტურად აბსურდული მსჯელობა არის, რომელშიც სურთ ხოლმე ჩვენი შეყვანა. დემოკრატიის იდეა არის შემდეგი – მთავრობა არის ხალხი, არჩეული ხალხის მიერ და იღვწის ხალხისთვის – ხალხის მიერ, ხალხის სახელით, ხალხისთვის,“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.