“დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო გულითადად გაიღიმებთ, როცა გაიგებთ, რომ საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი”

134
spot_img

ნუ ფიქრობთ ნეგატიურ სცენარზე, ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, გაიღიმეთ, დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო­ გულითადად გაიღიმებთ, როცა გაიგებთ, რომ საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი, – ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს და მის მოლოდინებს შეეხებოდა.

ამასთან, მინისტრმა პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას კავშირი დეპოლარიზაციასთან და შესაბამისად, კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან არ აქვს.

„პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური, ის არ არის არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრი. შესაბამისად, სახელმწიფოში როცა მიდის სამართლებრივი პროცედურები, შეუძლებელია, ვინმემ ისაუბროს დეპოლარიზაციაზე და იმპიჩმენტის საკითხი დაუკავშირონ დეპოლარიზაციას. დეპოლარიზაციაში მონაწილეობენ პოლიტიკური პარტიები. პრეზიდენტი არ არის არცერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, ყოველ შემთხვევაში, ოფიციალურად. შესაბამისად, შეუძლებელია დეპოლარიზაციაზე საუბარი პრეზიდენტთან რაიმე სახის კავშირში იყოს. ჩემთვის, როგორც იუსტიციის მინისტრისთვის, სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია. ეს არის დადასტურებული ფაქტი. დანარჩენი შეფასება უნდა გააკეთოს პარლამენტმა“,- განაცხადა რატი ბრეგაძემ.